ავიაციის გარეშე და მუზეუმის ტანკით – მოსკოვში ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე და მცირერიცხოვანი აღლუმი ჩატარდა


ავტორი
Front News საქართველო
მოსკოვში ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე “გამარჯვების აღლუმი” დასრულდა, რომელიც მუზეუმის ტანკმა ტ-34-მა გახსნა, ავიაცია კი პროგრამაში საერთოდ არ იყო.
როგორც ტელეგრამ არხზე წერენ, “აღლუმი მოსკოვში გაიმართა თანამედროვე ტანკების, ჯავშანტექნიკისა და ავიაციის გარეშე და იყო ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი რუსეთის ისტორიაში”.
“აღლუმზე იყო მხოლოდ მუზეუმის ერთადერთი ტანკი, 1940 წლის, არ იყო “ისკანდერები”, “ბუკები”, “არმატის” ტანკები.
ქვეითების რიგები ძირითადად შედგებოდა კადეტებისა და სამხედრო უნივერსიტეტების სტუდენტებისა და არა სამხედრო პერსონალისგან.
გარდა ამისა, ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად არ გამოაქვეყნა ინფორმაცია აღლუმზე კოლონების შემადგენლობის შესახებ, თუმცა ადრე ეს ინფორმაცია სამხედრო დეპარტამენტის მიერ განთავსებული იყო სპეციალურ გვერდზე.
წელს მაყურებელიც კი ცოტა იყო, ქალაქის ცენტრში კი პოლიციის და გვარდიის ბევრი თანამშრომელი შეინიშნებოდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს