ავსტრალიამ უკრაინას Bushmaster-ის ტიპის 20 ჯავშანმანქანა გაუგზავნა


ავტორი
Front News საქართველო
ავსტრალიამ უკრაინას Bushmaster-ის ტიპის 20 ჯავშანმანქანა გაუგზავნა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბრძოლო მანქანებს უკრაინა დღეს მიიღებს.
Bushmaster-ის მანქანები არ იქნება გამოყენებული შეტევისთვის, გამოიყენება ომის ზონაში ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გადასაყვანად.
“ავსტრალია უკრაინიდან, შეიძლება ათასობით კილომეტრით იყოს დაშორებული, მაგრამ მის გვერდითაა იარაღით, აღჭურვილობით, ჰუმანიტარული დახმარებით და ენერგიის წყაროებითაც კი, ბატონო პრეზიდენტო, ავსტრალიელი ხალხი უკრაინის გვერდით დგას“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.
ავსტრალიამ სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებაზე 142 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა, დააწესა სანქციები რუს პირებზე და ნავთობის იმპორტზე.
თაგები:
ომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს