Logo

ავსტრია უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებამდე “მოსამზადებელი სივრცის“ შექმნას სთავაზობს

მსოფლიო
615
Frontnews image description

თანამშრომლობასა და ევროკავშირში გაწევრიანებას შორის შუალედური ეტაპი უნდა იყოს შემოთავაზებული უკრაინისთვის. რათა მას ჰქონდეს დრო, მიაღწიოს ევროპულ სტანდარტებს, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა.

კერძოდ, ნეჰამერმა უკრაინის ე.წ. „მოსამზადებელი სივრცის“ შექმნა შესთავაზა, რათა მიაღწიოს ევროკავშირის სტანდარტებს, ევროპის ეკონომიკური ზონისა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მსგავსად.

 

“ჩვენ გვაერთიანებს ერთი მიზანი, ჩვენ ყველას გვინდა ძლიერი, დამოუკიდებელი და ეკონომიკურად წარმატებული უკრაინა. ის ამჟამად იბრძვის თავისი პოლიტიკური და ტერიტორიული გადარჩენისთვის. მთელი ჩვენი ძალისხმევა, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია რუსეთის აგრესიული ომის დასასრულებლად. ამ ეტაპზე, ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება მაინც არ შეიძლება იყოს აქტუალური საკითხი“, – განაცხადა ნეჰამერმა.

 

მისივე თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მიმდინარე დებატებში აუცილებელია ემოციებისგან თავის დაღწევა, რადგან სწრაფი შესვლა არარეალურია.

 

“ჩვენ უნდა შევქმნათ ევროპული მოსამზადებელი სივრცე, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას ეტაპობრივად გააძლიეროს თანამშრომლობა ევროკავშირთან და უკეთ მოერგოს ევროპულ სტანდარტებს“, – განაცხადა ნეჰამერმა.

Advertisement