ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა


ავტორი
Front News საქართველო
ქალაქ გრაცის სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმის გამო ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ხვალ, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, დაახლოებით იმ დროს, როდესაც სკოლაზე თავდასხმა მოხდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს.
ბოლო მონაცემებით, თავდასხმის დროს მოკლულია ცხრა და დაჭრილია 12 ადამიანი.
თავდამსხმელი გრაცის მცხოვრები, 21 წლის ავსტრიელი მამაკაცია. ის ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა, თუმცა სასწავლებელი არ დაუმთავრებია. მან სკოლის საპირფარეშოში თავი მოიკლა.
პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი ორი ცალი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. ორივე იარაღს ის კანონიერად ფლობდა. თავდასხმის მოტივის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
თაგები:
ავსტრია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს