
ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისში ავთანდილ ხურციძის გათავისუფლებას ელოდებიან. სპორტსმენის დედის მაყვალა ხურციძის ინფორმაციით, ის ესაუბრა მის შვილს და ელოდება, რომ საპატიმროს დატოვებს.
ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას შეეძლო ავთანდილ ხურციძის უდანაშაულობის დამტკიცება.
“ვესაუბრე და მითხრა, რომ 14 სექტემბერს გამოვალო. მაშინაც და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა. ვადაზე ადრე ათავისუფლებენ, რადგან ციხეში კარგად იქცეოდა. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ხელისუფლებაზე, არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ ჩემს შვილს დახმარებოდნენ. ციხეს ავთო მალე დატოვებს და სპორტსაც გააგრძელებს, თუმცა ის საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს”, – განაცხადა დაკავებული სპორტსმენის დედამ მაყვალა ხურციძემ.
ავთანდილ ხურციძე 2017 წელს დააკავეს, მას ბრალად რეკეტი, გამოძალვა და სხვა კრიმინალური საქმიანობა ედებოდა. სპორტსმენს 10-წლიანი სასჯელი ჰქონდა მისჯილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს