Logo

ავთანდილ კუჭავას სასამართლო პროცესს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან

პოლიტიკა
743
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 ნოემბერს აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და დაშავებული ბიზნესმენის ავთანდილ კუჭავას პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესს  დიპლომატიური კორპუსის – ესტონეთის, აშშ-ის, ნიდერლანდებისა და დანიის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან.

ავთანდილ კუჭავას ადვოკატის, ტატა ჭანკვეტაძის განცხადებით, კუჭავას მიმართ ძალის გადამეტებას, ფიზიკური ძალადობის შემთხვევას ჰქონდა ადგილი.

ავთანდილ კუჭავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. კუჭავა 30 ნოემბერს დააკავეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები