ავთანდილ თალაკვაძემ საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას ხსოვნას პატივი მიაგო


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას ხსოვნას პატივი მიაგო.
“დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა.
ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებს შეეწირა. კომანდოს ბატალიონის კაპრალმა საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები სიკვდილს გადაარჩინა, როდესაც სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას გადაეფარა.
ზაზა დამენიას გმირობა და თავდადება სამაგალითოა. ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყოთ საქართველოს თავდადებული ჯარისკაცები, ვინც სიცოცხლე ქვეყნის მთლიანობას შესწირა“ – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
თაგები:
ავთანდილ თალაკვაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს