ავტობანზე ევაკუატორის და ტრაილერს შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
ავტობანზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
გორის გვირაბის სიახლოვეს მოძრავი ევაკუატორის და ტრაილერს შეჯახების შედეგად, ევაკუატორის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
ავარიის გამო აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით გვირაბის მიმდებარედ მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.
გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
თაგები:





