Logo

ავტობანზე სამი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა და ექვსი მანქანა დაიმტვრა

შემთხვევა
1303
Frontnews image description

გორთან, ავტობანზე 10 წუთის შუალედით, სამი ავარია მოხდა. “ტვ მონიტორინგის” ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, 6 მანქანა კი დაიმტვრა.

 

მისივე ცნობით, მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს დაეჯახა, რა დროსაც მას უკნიდან მანქანა შეეჯახა.

 

ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციას კიდევ ერთი მანქანა შეეჯახა.

 

შსს-ს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.

Advertisement