Logo

ავტომობილს, რომლითაც ლევან ხაბეიშვილი გადაადგილდებოდა, რიკოთზე ცეცხლი გაუჩნდა

შემთხვევა
187
Frontnews image description

ავტომობილს, რომლითაც ლევან ხაბეიშვილი გადაადგილდებოდა, რიკოთზე ცეცხლი გაუჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

მისივე თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი სამტრედიიდან ბრუნდებოდნენ.

"...ვიცი გაბრაზდება, არ მოეწონება, შეიძლება არც დამელაპარაკოს მაგრამ... მაგრამ ხალხო გადავრჩით და ღმერთმა გადმოგვხედა.! ხაბეს ვახლდი სამტრედიაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე და იქიდან წამოსულებს, რიკოთზე გზაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა !!! 1 წუთიც და ჰაერში ავიწეოდით... ღმერთით, ბედად მძღოლებმა მიგვახვედრეს, რომ ავტომობილს ცეცხლი ეკიდა. ყველა უვნებელი და მშვიდობიანად ვართ !!! მადლობა უფალს!", - წერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მაკუნა ჟვანია სოციალურ ქსელში.

Advertisement