Logo

Axios - აშშ-მა უკრაინა ტრამპის გეგმის "ნეგატიური დეტალების" გაჟონვაში დაადანაშაულა

უკრაინა
97
Frontnews image description

კვირას, 23 ნოემბერს, აშშ-მა და უკრაინამ ჟენევაში ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრის დროს ვაშინგტონმა კიევი დოკუმენტის ნეგატიური დეტალების მედიაში გაჟონვაში დაადანაშაულა.

როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა საჯაროდ ოპტიმისტური განცხადებები გააკეთეს. თუმცა, ორი წყაროს ცნობით, განცხადებები "დაძაბული შეხვედრის“ შემდეგ გაკეთდა.

"შეხვედრის დროს ამერიკულმა მხარემ უკრაინული მხარე გეგმის შესახებ ნეგატიური დეტალების ამერიკულ პრესაში გაჟონვაში დაადანაშაულა“, - წერს Axios-ის ჟურნალისტი.

ამის შემდეგ, თითქოს უკრაინელები დათანხმდნენ "სიტუაციის გასარკვევად მათი ერთ-ერთი მომლაპარაკებლის დადებითი განცხადების გამოქვეყნებას".

წყაროები ასევე იუწყებიან, რომ უკრაინულმა მხარემ ამერიკელებს წარუდგინა საპასუხო წინადადება, რომლითაც ტრამპის გეგმაში ცვლილებების შეტანას ითხოვდა. თავის მხრივ, შეერთებულმა შტატებმა "გარკვეული ცვლილებების" შეტანის მზადყოფნა გამოთქვა.

შეერთებულმა შტატებმა ამ დღეებში წარმოადგინა ახალი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის, თუმცა მისი შემადგენლობა საკმაოდ საკამათოა.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინას მოეთხოვება დონბასიდან გასვლა, სამხედრო ძალების შემცირება, შორი მოქმედების იარაღზე უარის თქმა და სხვა.

Advertisement