Logo

აზერბაიჯანის რესპუბლიკის შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია

პოლიტიკა
121
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრის გეკა გელაძის მოწვევით, თბილისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ვილაიათ ეივაზოვი ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად, ეწვია.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრას და ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, სამართალდამცავ სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი,დელეგაციასთან ერთად, ასევე ეწვევა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფებს და მათ საქმიანობას გაეცნობა.

Advertisement