აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი 93,9%-ით ლიდერობს


ავტორი
Front News საქართველო
აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. ეგზიტპოლების მიხედვით სახელმწიფოს მოქმედი მეთაური ილჰამ ალიევი ლიდერობს. ეგზიტპოლის მიხედვით, ალიევმა ხმების 93,9% მიიღო.
დანარჩენი ექვსი კანდიდატიდან 2% ვერავინ დააგროვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 17:00 საათისთვის კენჭისყრაში 4,6 მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ეს არის საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრირებული ამომრჩეველთა 70,85%. ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარი მონაცემები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ალიევი თავად ხმის მისაცემად მთიან ყარაბაღში, მის მთავარ ქალაქ ხანქენდის საარჩევნო უბანზე მივიდა, რომელიც აზერბაიჯანის არმიამ გასული წლის სექტემბერში დაიბრუნა.
გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვადამდელი არჩევნები 2024 წლის 7 თებერვალს დანიშნა.
ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2018 წლის 11 აპრილს ჩატარდა. ისიც ასევე რიგგარეშე არჩევნები იყო.
თაგები:
ილჰამ ალიევი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს