Logo

აზოვის ზღვის თავზე რუსული სუ-25 ჩამოვარდა

მსოფლიო
17.07.2023 / 19:27
Frontnews image description

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აზოვის ზღვის სანაპიროსთან ახლოს რუსული სუ-25 ჩამოვარდა. ავარიას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

 

მისივე ინფორმაციით, რუსული მოიერიშე თვითმფრინავის მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო, თუმცა ტელეგრამარხები წერენ, რომ პილოტი წყალში ჩავარდა და დაიღუპა.

 

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბში აცხადებენ, რომ სუ-25-მა ავარია საწვრთნელი ფრენის დროს განიცადა. წინასწარი ვერსიით მწყობრიდან გამოვიდა ძრავა.

 

რუსული ტელეგრამარხები იუწყებიან, რომ მოიერიშე თვითმფრინავი ქალაქ ეისკთან ჩამოვარდა. ეს რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის პირველი შემთხვევა არ არის.

 

2022 წლის ოქტომბერში ამავე ქალაქში ჩამოვარდა კიდევ ერთი რუსული ბომბდამშენი. მაშინ სუ-34 მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა.

თაგები:

რუსეთი
Advertisement