
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში საგამოცდო მანქანების ავტოპარკი განახლდა.
მართვის უფლების მიღების მსურველები „B“ კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას თანამედროვე, GPS სისტემით აღჭურვილი, „SKODA RAPID“-ის მოდელის სატრანსპორტო საშუალებებით აბარებენ.
შსს-ს ინფორმაციით, მომსახურების სააგენტომ, ინფრასტრუქტურისა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ყველა სტრუქტურულ ერთეულში, სადაც პრაქტიკული გამოცდების ჩაბარებაა შესაძლებელი, ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სამუშაოები ეტაპობრივად განახორციელა. 2021 წლის დასაწყისში, საწყის ეტაპზე, მხოლოდ რუსთავისა და გორის სტრუქტურულ ერთეულებში ჩანაცვლდა ძველი საგამოცდო მანქანები ახლით, ცოტა ხნის წინ კი ავტოპარკი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა სტრუქტურულ ერთეულში განახლდა.
თაგები:
შსს
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს