
ავტორი
Front News საქართველო
სირცხვილის გრძნობა მაქვს ძალიან დიდი, რომ ასეთი კაცი აქ უზით, -ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით.
“სირცხვილის გრძნობა მაქვს ძალიან დიდი, ძალიან მრცხვენია, იმ ქვეყნის მოქალაქე რომ ვარ, რომელსაც ასეთი კაცი აქ უზის, მრცხვენია, გაოგნებული ვარ, არ მესმის, ბევრი რამე არ მესმის“,- განაცხადა ახალაიამ.
მისივე თქმით, პოლიტიკაში ყოფნას არ აპირებს, რადგან ეს მისი საქმე არ არის.
ამასთან, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.
ბაჩო ახალაიამ საპატიმრო 9-წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.
თაგები:
ბაჩო ახალაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს