Logo

ბაჩო ახალაია - ძირითადად ეხებოდა იმ აუდიოჩანაწერს, იყოს ამის გარშემო: ვის იცნობ, როდის გაიცანი

პოლიტიკა
233
Frontnews image description

ძირითადი არსი იყო ფალსიფიცირებული ჩანაწერის, ჩემი ხმა აქაც ისმის და აშკარად სხვადასხვა სამყაროს ხმებია, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აუდიოჩანაწერში არსებული ხმა მისგან განსხვავებულია.

"ძირითადად ეხებოდა იმ აუდიოჩანაწერს, იყოს ამის გარშემო: ვის იცნობ, როდის გაიცანი. დიდხანს სვამდნენ კითხვებს, იმეორებდნენ, ამოწმებდნენ, ერთი ადგილიდან მეორეში გადაჰქონდათ, ათანხმებდნენ. მე ველოდებოდი. არ სჭირდებოდა ამდენი დრო, მაგრამ ტექნიკურად გამოიყენეს იმაში, რომ იწერებოდა ერთი, კითხულობდნენ, აზუსტებდნენ. ამან წაიღო ეს დროს.

ძირითადი არსი იყო ფალსიფიცირებული ჩანაწერის, ჩემი ხმა აქაც ისმის და აშკარად სხვადასხვა სამყაროს ხმებია.

მე არაფერი დასამალი არ მაქვს, ყველაფერი ვუთხარი, ვის ვიცნობ, ვის არა.

ანის ამბავზე მახო რომ ამოვიდა, მაგან მითხრა და არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს ეგ ყველაფერი რას ნიშნავდა. სასწრაფო არასერიოზული სიგიჟე იყო, ვერ მივხვდი რას ნიშნავდა. 

ანის ამბავი არ ვიცი. აი, ახლა წავალ და გავერკვევი, რაშია საქმე", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას გამოკითხვა დასრულდა. როგორც ბაჩო ახალაიამ თითქმის 8-საათიანი გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ძირითადი კითხვები აუდიო ჩანაწერს ეხებოდა.

Advertisement