
ავტორი
Front News საქართველო
მე კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურე მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანას, 41 წლის ვარ, ჯერ მე სხვა არაფერი მიკეთებია, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.
“შემიძლია გითხრათ, რას არ ვაპირებ – პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეს არ არის ჩემი საქმე. ჩემი მიზანი გვერდით მიდგას და ჩემი შვილები, ეს არის ჩემი მიზანი, ცოტა ფეხზე დადგომა მინდა, გამოფიტული ვარ ძალიან.
განსაკუთრებულ მხარდაჭერას გამოვხატავ უკრაინის მიმართ, გაოცებული ვარ ამ ხალხით და თუ შეიძლება ასე ითქვას, ცოტა მშურს.
მე კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურე მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანას, 41 წლის ვარ, ჯერ მე სხვა არაფერი მიკეთებია არც ანისთვის, არც ბავშვებისთვის, ქვეყნის სამსახურის მეტი არაფერი მიკეთებია.
სააკაშვილის პატიმრობის გამო ძალიან მრცხვენია, რომ იმ ქვეყნის მოქალაქე ვარ, რომელსაც ასეთი კაცი აქ უზის, მრცხვენია, გაოგნებული ვარ, არ მესმის, ბევრი რამე არ მესმის“,- განაცხადა ახალაიამ.
თაგები:
ბაჩო ახალაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს