ბაჩო ახალაია - თქვენ ახლა რაც ჩაიდინეთ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა, სისხლის სამართლის დანაშაულია

ავტორი
Front News საქართველო
არასწორად მომექეცით, ჯერ მოსული არ ვიყავი. სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ ადამიანს შეუძლია მისი ოჯახის წევრის საქმეზე ჩვენება არ მისცეს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან მოსამართლეს მიმართა, რომ ის, რაც მან ჩაიდინა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა.
"თქვენ ახლა რაც ჩაიდინეთ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა, სისხლის სამართლის დანაშაულია, ისევე როგორც სხდომის დახურვა, ასევე ადვოკატის აცილება.
არასწორად მომექეცით, ჯერ მოსული არ ვიყავი. სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ ადამიანს შეუძლია მისი ოჯახის წევრის საქმეზე ჩვენება არ მისცეს. დახურვას რაც შეეხება, დიდმა და პატარამ, ვისაც რამე სახის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ამ საქმეზე, ყველამ იცის, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში საიდუმლო არაფერია, ყველამ იცის, რომ სამართალდამცავ ორგანოებს საიდუმლო არაფერი გააჩნიათ გარდა უკანონო ქმედებებისა. რატომ ხურავთ? მართლმსაჯულების არსებითი ინტერესია, დანაშაულში თუ ვინმე მხილებულია, მტკიცებულებები იყოს წარმოდგენილი. ჩემი შესავალი სიტყვა, ჩემი დასკვნითი სიტყვა, რატომ უნდა იყოს დახურული?", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დღევანდელი სასამართლო პროცესი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დახურა.
თაგები:
ბაჩო ახალაია




