
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით, ვინც არ უნდა გახდეს თავმჯდომარე, პარტიიდან არავინ არავის გაგდებას აპირებს.
“არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არავინ არსად წასვლას არ აპირებს. გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ. ნამდვილად ვერ დავიწყებ საუბარს 60 და 70 პროცენტზე. ვიცით, რომ ხმის მიცემის პროცესი არის ფარული და არ ჩანს, ვინ ვის მისცემს ხმას. აბსურდია მანიპულირება, რომ წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით უკვე რაღაცის პროგნოზირება შეიძლება. აღნიშნული კომიქსები მინახავს, შესაბამისად, ახლა მთავარია, ყველამ ჩვენს ამომრჩეველს მოვუწოდოთ მხარდაჭერისკენ.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არავინ არავის გაგდებას არ აპირებს. წარმოუდგენელია, საიდან წარმოიშვა ეს აზრი. ყველას აქვს თავისი ისტორია ამ პარტიაში, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არიან ადამიანები, რომლებიც წინა პლანზე არ უნდა იყვნენ, რადგან არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც საშიშები არიან. პირველ რიგში, ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ შემთხვევაში, კულისების უკან მართავენ პროცესებს. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მათგანი, ნათელი მაგალითია ვანო მერაბიშვილი“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
თაგები:
ბაჩო დოლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს