ბაჩო დოლიძე – არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან შერწყმას არ ვაპირებთ, არც ერთთან, არც ახლა, არც მერე


ავტორი
Front News საქართველო
არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან შერწყმას არ ვაპირებთ, არც ერთთან, არც ახლა, არც მერე, – ამის შესახებ ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
“ყველა ოპოზიციას, პროდასავლურს, გვექნება, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა. მათ შორის, “ლელოსთანაც,” რა თქმა უნდა. სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად, ყველასთან ვგეგმავთ, მუშაობას. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს არც ერთიან სიას, არც ერთი ნომრით გასვლას. იმიტომ, რომ ჩვენ უკვე განვაცხადეთ იმის შესახებ, რომ დამოუკიდებლად ვგეგმავთ ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას, ბრძოლას. საუბრობდნენ ამაზე მე მგონი პირველივე დღიდან, რომ ზოგი იქ წავა, ზოგი არ წავა. არა, მეგობრებო, არსად არ მივდივართ. ცალკე ვაპირებთ პოლიტიკური პლატფორმის გაკეთებას, საიდანაც ჩავერთვებით ძალიან აქტიურად, საკმაოდ დიდი გეგმებით ვართ”, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ლელოს“ ნიკა მელიასთან ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა ექნება, თუმცა არჩევნების წინ გაერთიანებას და ახალი სახელით წარდგომას არ გამორიცხავს.
თაგები:
ბაჩო დოლიძე

ბაჩო დოლიძე – ამ განცხადების შემდეგ ზოგიერთებს სახე ჩამოსტირით, მაგრამ ცდილობენ, არ შეიმჩნიონ, დიდი ალბათობით, ეს აქტუალური საკითხი იქნება

ირაკლი კობახიძე – რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, ეს არის მისი პირადი აზრი და არავითარი კავშირი არ აქვს არც სამთავრობო, არც მმართველი გუნდის, არც საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკურ პოზიციასთან

არჩილ გორდულაძე – ჩვენ არც ქვეყნის, არც ხალხის ინტერესს და არც მომავალს არ ვცვლით არცერთ თეთრზე, წერონ და იკითხონ რამდენიც უნდათ ეს სანქციები