
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს კიდევ უფრო დამძიმდა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამაზრზენია ამ თმაზე ქართული ოცნების ლიდერების ცინიკური განცხადებები.
„როგორც ვიცით მისი მდგომარეობა კიდევ დღეს უფრო დამძიმდა, თუმცა ამაზე სჯობს, ექიმებმა ისაუბრონ. მინდა გამოვეხმაურო კობახიძეს, რომელიც ძალიან უტიფრად, არაადამიანური ლექსიკის გამოყენებით საუბრობს ამ საკითხზე. დღეს, ხვალ, რამე რომ მოხდეს, მერე რას უშვებიან ამ წარმოთქმულ სიტყვებს? როგორ უნდა იცხოვრონ ამ ყველაფრით, ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესების პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან გაიმართება მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები, სადაც არ იქნება პოლიტიკური მოთხოვნები, თუმცა შემდგომში მოვლენების განვითარება დამოკიდებული იქნება სასამართლოს ვერდიქტზე.
თაგები:
ბაჩო დოლიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს