
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას, რომელმაც ქვეყანა უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებებისაგან – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს.
მისი თქმით, დღეს რუსთავში მესამე პრეზიდენტის სოლიდარობის მიზნით დაგეგმილ აქციას უამრავი ადამიანი შემოუერთდება.
“5 საათზე რუსთავში, ველოდებით აბსოლუტურად ყველას, ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას, რომელმაც უნდა გაათავისუფლოს მარტო პრეზიდენტი კი არა, ეს ქვეყანა უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებებისაგან.
უამრავი ადამიანი ჩამოვა, არამარტო თბილისიდან, არამედ სხვა რეგიონებიდან. ეს იქნება პერმანენტული აქციები, პერმანენტული პროტესტი. არ შეიძლება ჩვენ ვუყურებდეთ მშვიდად, როგორ ექცება ხელისუფლება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიყავს იგი სიკვდილის პირას”, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
რუსთავის ციხესთან აქციისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია. დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის და შიმშილობის 37-ე დღეა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს