
ავტორი
Front News საქართველო
ყველა ცრუ მოწმე ვიცით ვინ არის, ყველა მოსამართლე უკანონო განაჩენის გამომტანი, რეჟიმზე აღარაფერს ვამბობ საერთოდ, ასე რომ, სიმართლე არ დაიმალება და ძალაც სიმართლეშია, - ამის შესახებ მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა მოსამართლე და ყველა ცრუ მოწმე პასუხს აგებს.
"იმედი, რაც ჩვენ გვქონდა, რომ ვიპოვიდით სამართალს, აუცილებლად აღსრულდება, მე ამაში დარწმუნებული ვარ. არ ვიცი როდის და რა დრო დასჭირდება, მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა იმიტომ, რომ როდესაც ღირსებას გილახავენ, გილახავენ იმით, რომ თეთრზე გეუბნებიან შავს, ამას დრო და სივრცე არ გააჩნია.
დღევანდელ ციფრულ სამყაროში, რა თქმა უნდა, ყველა ცრუ მოწმე ვიცით ვინ არის, ყველა მოსამართლე უკანონო განაჩენის გამომტანი, რეჟიმზე აღარაფერს ვამბობ საერთოდ, ასე რომ, სიმართლე არ დაიმალება და ძალაც სიმართლეშია", - განაცხადა ბაჩო ქაჯაიამ.
სტრასბურგის სასამართლომ მსახიობი ბაჩო ქაჯაიას საჩივარი წარმოებაში მიიღო და არსებით განხილვას იწყებს.
თაგები:
ბაჩო ქაჯაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს