Logo

ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა

საზოგადოება
722
Frontnews image description

54 წლის ასაკში ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა.

ბაჩუკი ქარდავა 1989 წლიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1991 წელს გახდა “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის გიორგი ჭანტურიას აპარატის უფროსი. 1993 წელს ედპ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის (აედ-ის) დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 1993-1994 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი.

1996 წელს გახდა ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრი და ედპ-ის გაზეთის „ქართული ქრონიკის“ რედაქტორი. 1999 წელს გახდა ედპ-ის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანი, ხოლო 2002 წელს – გენერალური მდივანი და მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. 2003 წლის დეკემბრიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე.

2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია.“

Advertisement