Logo

ბაჩუკი ქარდავა – იმედი მაქვს, ვისაც ხმა მივეცი, არ არიან “ქართული ოცნების” კანდიდატები

პოლიტიკა
1297
Frontnews image description

ვიღაცას შეიძლება, მივეცი ხმა, ვიღაცას – არა, იდეაში ვფიქრობდი, მიმეცა საერთოდ ყველასთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც დარბაზში გაირკვა, რომ ცოტა გაუგებრობა იყო, შევწყვიტე ხმის მიცემა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა.

 

“ევრორეკომენდაციებიდან გამომდინარე, აქტიურად მქონდა სურვილი, რომ ოპოზიცია ზოგადად ჩართული ყოფილიყო ამ პროცესში, მაგრამ ისევ და ისევ „ქართული ოცნების“ არასწორმა პოლიტიკამ და მოლაპარაკების არასწორმა წარმოებამ განაპირობა ის, რომ დღეს ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა ოპოზიცია, ზოგადად ქვეყანა. ვიღაცას შეიძლება, მივეცი ხმა, ვიღაცას – არა. იდეაში ვფიქრობდი, მიმეცა საერთოდ ყველასთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც დარბაზში გაირკვა, რომ ცოტა გაუგებრობა იყო, შევწყვიტე ხმის მიცემა. მას შემდეგ, რაც დატოვეს დარბაზი, მეც დავტოვე დარბაზი. 

 

რამდენიმე ადამიანს მივეცი ხმა. იმედი მაქვს, ვისაც ხმა მივეცი, არ არიან “ქართული ოცნების“ კანდიდატები, თუმცა ვაპირებდი ისეთი ადამიანებისთვის ხმის მიცემას, რომლებიც საერთოდ არ დამდგარან კენჭისყრაზე, მაგრამ სიაში იყვნენ“, – განაცხადა ქარდავამ „ტვ პირველი“ ეთერში.

 

არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმაც დაუჭირეს მხარი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები