
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“ძმათა შორის ომს დაემსგავსა ეს მარაზმი! ამ საყვედურებში ყველას ავიწყდება, რომ ყველა დამნაშავე ვართ, პუტინის პატიმარი მიშა რომ დღემდე ვერ დავიხსენით. ყველაზე დიდ პოლიტიკურ ორგანიზაციას აკეთილშობილებს პასუხისმგებლობა და დისციპლინა.
საჭიროა პარტიის წესდებაში ცვლილებები და სტრუქტურის რეორგანიზაცია. ვერც დიქტატორმა უნდა გმართოს და ვერც ოლიგარქმა, თუ სამშობლო გიყვარს. ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვაგრძელებ ბრძოლას, ვრჩები ამ დიდი ოჯახის წევრი და მჯერა, რომ დღეს ვინც სხვადასხვა აზრზე დგას, მალე ერთად მოგვიწევს ბრძოლა!
პარტიის პოლიტსაბჭოში ბევრი ღირსეული წევრი და თანამებრძოლია, მაგრამ ვისურვებდი უფრო ქმედითს, მეტი გამჭვირვალობით და დემოკრატიულად არჩეულს. ძალა ხალხშია! ძალა სიმართლეშია!“, – წერს ბადრი ბასიშვილი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fbadri.basishvili%2Fposts%2Fpfbid0enYKBQz1uEm78BoRX96AZ5CDbsgwMMb9LoyNveixxztjm1bV3C5VN6d7Br5k3Upjl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”400″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
ნაციონალური მოძრაობა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს