ბადრი ჯაფარიძე – აგრესია ჟურნალისტის მიმართ არის პირველი სისუსტის გამოვლინება პოლიტიკოსის მხრიდან


ავტორი
Front News საქართველო
პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე თბილისის მერის კახა კალაძის გუშინდელ განცხადებას გმობს და აცხადებს, რომ როგორი კრიტიკული კითხვაც არ უნდა დაუსვას ჟურნალისტმა პოლიტიკოსს, ამ უკანასკნელის ვალდებულებაა, მშვიდად უპასუხოს და აგრესიისგან თავი შეიკავოს.
“პოლიტიკოსს ევალება გამოიჩინოს მოთმინება ნებისმიერი უხერხული კითხვის დასმის შემთხვევაშიც კი – ეს არის ჩევნი ვალდებულება. ჟურნალისტები არ უნდა გვიქმნიდნენ კომფორტს, ჟურნალისტის ამოცანაა, რომ სწორედ კრიტიკული კითხვა დაგისვას, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს მოვითმინოთ და მშვიდად ვუპასუხოთ ჟურნალისტის კითხვას და აგრესიისგან თავი შევიკავოთ. აგრესია ჟურნალისტის მიმართ არის პირველი სისუსტის გამოვლინება პოლიტიკოსის მხრიდან”, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს