
ავტორი
Front News საქართველო
გუშინ პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ეს არჩევნები არის მოპარული, ეს არ არის ლეგიტიმური შედეგები, შესაბამისად, ამ არჩევნების საფუძველზე არჩეული ხელისუფლება ვერ იქნება ლეგიტიმური ხელისუფლება, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თანამოქალაქეების მშვიდობიან პროტესტს.
“გუშინ პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ეს არჩევნები არის მოპარული, ეს არ არის ლეგიტიმური შედეგები, შესაბამისად, ამ არჩევნების საფუძველზე არჩეული ხელისუფლება ვერ იქნება ლეგიტიმური ხელისუფლება. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი თანამოქალაქეების მშვიდობიან პროტესტს, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება არ შეეგუება არჩევნების მიტაცებას და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დღეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს რუსთაველზე, გამოხატოს თავისი მშვიდობიანი პროტესტი იმ უმსგავსობის მიმართ, რაც ჩაიდინა “ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
თაგები:
ბადრი ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს