
ავტორი
Front News საქართველო
ამ ხელისუფლებას ეშინია ძლიერი მოსახლეობის, ძლიერი ინდივიდების, რადგან მათ კონტროლს ვეღარ შეძლებს, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება მოსახლეობას სოციალური დახმარებების მეშვეობით თავისი კონტროლის ქვეშ ამყოფებს და ამასთან პროპაგანდისტული მეთოდებით მის მანიპულირებას ახდებს.
“დღევანდელი ხელისუფლება არის გამოკვეთილად ანტიეროვნული ძალა. ქვეყანაში ისტორიულ მინიმუმზეა ინვესტიციები და ისტორიულ მაქსიმუმზე – სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვი. არასდროს არ ყოფილა ადამიანების ეს რაოდენობა სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული. მგონია, ეს მიზანდასახული პოლიტიკაა, რადგან მათი მანიპულირება უადვილდება ხელისუფლებას. მანიპულირებს საარჩევნოდ, ემუქრება სოციალური შემწეობის მოხსნით.
ამ ხელისუფლებას ეშინია ძლიერი მოსახლეობის, ძლიერი ინდივიდების, რადგან მათ კონტროლს ვეღარ შეძლებს. ამიტომ ებრძვის ყველა წარმატებულ, დამოუკიდებელ პოლიტიკოსს თუ მეწარმეს. ხელისუფლებას ის კი არ აწყობს, გაიზარდოს შემოსავლები ოჯახებისთვის, არამედ დამოკიდებული იყოს მათ ძალიან მცირე სოციალურ შემწეობაზე. ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, ესაა ტიპიური გებელსის პროპაგანდა, რომელსაც ეწევიან, „ქართული ოცნების“ სპიკერები და მათი მედიასაშუალებები.
რატომ აკეთებენ ამას? მათ ეშინიათ კარგად იციან რაც დააშავეს, რა დაუშავეს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
თაგები:
ბადრი ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს