ბადრი ჯაფარიძე - ამას ქვეყნის მართვა არ ჰქვია, ყოველდღიურად მძიმდება ვითარება ეკონომიკურად, გაედინება ჩვენი თანამოქალაქეების დიდი რაოდენობა

ავტორი
Front News საქართველო
ამას ქვეყნის მართვა არ ჰქვია, ყოველდღიურად მძიმდება ვითარება ეკონომიკურად, გაედინება ჩვენი თანამოქალაქეების დიდი რაოდენობა, ამავდროულად ყველა პრობლემა მწვავდება, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არსებული ვითარებით და 89-კაციანი პარლამენტით ქვეყნის მართვა წარმოუდგენელია.
"არ ვართ ჯერ იმ ქვეყნების ნუსხაში, სადაც დამოუკიდებლობის დღესაც არ ულოცავენ პროტოკოლურად გათვალისწინებული მილოცვით. მე არ მინდა, ქვეყანა აღმოჩნდეს ჩრდილოეთ კორეის ტიპის ქვეყნების რანგში.
ამას ქვეყნის მართვა არ ჰქვია, ყოველდღიურად მძიმდება ვითარება ეკონომიკურად, გაედინება ჩვენი თანამოქალაქეების დიდი რაოდენობა, ამავდროულად ყველა პრობლემა მწვავდება, მათ შორის კრიმინალური კუთხით. ცივილიზებული სამყაროს არცერთი წარმომადგენელი არ ხვდება არც მაღალ და არც დაბალ დონეზე "ქართულ ოცნებას" და არანაირი კომუნიკაცია არ აქვს. ასეთ ვითარებაში ქვეყნის მართვის გაგრძელება შეუძლებელია, ძალიან სურს ეს "ქართულ ოცნებას", მაგრამ 89-კაციანი პარლამენტით ქვეყნის მართვის გაგრძელება წარმოუდგენელია", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
თაგები:
ბადრი ჯაფარიძე




