
ავტორი
Front News საქართველო
არჩევნების ელექტრონულად ჩატარება კარგია, მაგრამ ეს უნდა იყოს 100%-ით ელექტრონულად, – ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 30%-ის დატოვება ნიშნავს იმას, რომ ამ პროცენტში შეეცდებიან მანიპულაციას.
“გაურკვეველია, რა პრინციპით უნდა მოხდეს 70%-ის 30%-ზე გაყოფა. თითქოს დიდ ქალაქებში უნდა იყოს და რეგიონებში არა, ეს ტოვებს იგივე რისკებს, რომელიც საქართველოში “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებულ არჩევნებს ახასიათებს. ამიტომ, ელექტრონულად ჩატარება კარგია, მაგრამ ის უნდა იყოს 100%-ით ელექტრონულად“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2024 წელს ამომრჩევლის 70 პროცენტი ხმის მიცემას ელექტრონულად შეძლებს.
თაგები:
ბადრი ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს