ბადრი ჯაფარიძე – ბრიუსელში კობახიძის განცხადებებს სერიოზულად აღარავინ მიიჩნევს და მიაჩნიათ, რომ მას შესაძლოა, ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემები


ავტორი
Front News საქართველო
ბრიუსელში კობახიძის განცხადებებს სერიოზულად აღარავინ მიიჩნევს და მიაჩნიათ, რომ მას შესაძლოა, ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემები, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეუძლებელია მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბოდვა ვინმემ სერიოზულად აღიქვას.
“კობახიძის განცხადებებს სერიოზულად აღარავინ მიიჩნევს და მის ყოფილ მხარდამჭერს მიაჩნიათ, რომ მას შესაძლოა, ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემები. ამას არ ვაზვიადებ, ასეთი აღქმა აქვთ.
ბრიუსელში მყოფ ადამიანს თუ მიუტანენ თარგმანს, რა თქვა კობახიძემ არ შეიძლება, ის ვინმემ ნორმალურად ჩათვალოს.
ბრიუსელში ის ბოდვა, რომელიც აქ აღიქმება ადამიანების გონების ასარევად, არ აღიქმება როგორც ჯანმრთელი ადამიანის განცხადებები. არ არის სასიამოვნო, რომ მართველ პარტიას ჰყავს თავმჯდომარე, რომლის განცხადებებიც ჯანმრთელად არ აღიქმება ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს დედაქალაქში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
რაც შეეხება მმართველი პარტიის ლიდერების მიერ ევროპული პერსპექტივის დაკარგვაში ოპოზიციის დადანაშაულებას, ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს თავისი დანაშული ოპოზიციას გადააბრალოს.
“ღარიბაშვილს ევროპულ საბჭოში შესხვედრისას გადასცეს ვრცელი ნუსხა იმ მავნებლობების შესახებ, რაც ჩაიდინეს ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც მისთვის არ იყო სასიამოვნო, შესაბამისად, ამის შემდეგ დაიწყეს ის განცხადებები, რომ თითქოს ოპოზიცია ცდილობს საქართველოს წაართვას ევროპული პერსპექტივა. რეალურად, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა რეალური აღარ ყოფილიყო“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
თაგები:
ბადრი ჯაფარიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს