ბადრი ჯაფარიძე – ჩვენ გვაქვს შეთანხმება კოალიციის შიგნით, თუ რა პირობებზე უნდა შევთანხმდეთ იმისათვის, რომ ეს გარიგება შედგეს


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვაქვს შეთანხმება კოალიციის შიგნით, თუ რა პირობებზე უნდა შევთანხმდეთ იმისათვის, რომ ეს გარიგება შედგეს. ამ პირობებს მე საჯაროდ ვერ მოგახსენებთ, სანამ არ დასრულდება მოლაპარაკებები, თუმცა, აქ სავარძლებზე არ არის მოლაპარაკებები, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
რაც შეეხება კითხვას, კვლავ მიიჩნევს თუ არა, რომ გახარია რუსული საქმის გამკეთებელია, როგორც ეს მან დიდი ხნის წინ განაცხადა, ბადრი ჯაფარიძე პასუხს თავს არიდებს.
“ჩვენ გვაქვს შეთანხმება კოალიციის შიგნით, თუ რა პირობებზე უნდა შევთანხმდეთ იმისათვის, რომ ეს გარიგება შედგეს. ამ პირობებს მე საჯაროდ ვერ მოგახსენებთ, სანამ არ დასრულდება მოლაპარაკებები. პირდაპირ გეტყვით, აქ სავარძლებზე არ არის მოლაპარაკებები, არის რიგი პოლიტიკური საკითხები, რომელიც მოითხოვს ორივე მხარის შეთანხმებას.
ჩვენ გვინდა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან წასვლის შემდგომ, გვქონდეს სამართლებრივი სახელმწიფო, რომ ყველა ადამიანს, ვისაც ჩადენილი აქვს დანაშაული, პასუხი აგებინოს პროკურატურამ და დამოუკიდებელმა სასამართლომ. დამოუკიდებელი პროკურატურა არ გვექნება, თუ არ შეიცვლება ხელისუფლება”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
თაგები:
ბადრი ჯაფარიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს