Logo

ბადრი ჯაფარიძე - ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ არ დავუთმოთ უბრძოლველად არცერთი ადგილი

პოლიტიკა
170
Frontnews image description

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ არ დავუთმოთ უბრძოლველად არცერთი ადგილი, ეს უნდა იყოს ამოცანა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, - ამის შესახებ პარტია "ლელო - საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ "ფორმულას" ეთერში საუბრისას განაცხადა.

"ახლა ჩვენ გვჭირდება, ფოკუსი გქონდეს იმაზე, რომ დავასუსტო რეჟიმი ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. გავაგრძელოთ პროტესტი. მთავარი მოთხოვნები არის ეროვნული არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება. ეს მოთხოვნები არ მოიხსნება, მანამ სანამ ისინი არ დაკმაყოფილდება. ეს არის მთავარი მოთხოვნები, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამავდროულად უბრძოლველად არ უნდა დაუთმოთ არცერთი ადგილი", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, არგუმენტი, რომ ადგილობრივ არჩევნებში შესვლა ოპოზიციისთვის წარუმატებლობისთვის განწირული ნაბიჯია, არასერიოზულია.

"წინასწარ განწყობებს და იმის თქმა, რომ აი, ყველა შემთხვევაში წააგებ - მე არ მაქვს ასეთი განცდა. ვფიქრობ, რომ კონსოლიდირების შემთხვევაში, საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების კონსოლიდირების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია სერიოზული ბრძოლა გავმართოთ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

Advertisement