
ავტორი
Front News საქართველო
დეოლიგარქიზაცია მმართველობის სტილის შეცვლაა და არა რომელიმე ადამიანის წინააღმდეგ კანონის მიღება, – ამის შესახებ პარტია “ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველობის სტილის შეცვლას არ ჭირდება ახალი კანონის მიღება, საჭიროა იმ კანონების დაცვა, რაც არსებობს.
“საქართველოს დღევანდელი მმართველობა ევროკავშირის მიერ მიჩნეულია როგორც ოლიგარქიული მმართველობა, ლაპარაკია ქვეყნის მართვაზე. ის შეაფასეს, როგორც ოლიგარქიული მმართველობა. “დეოლიგარქიზაცია“ არის იგივე 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც ფეხქვეშ გათელა “ქართულმა ოცნებამ“.
საუბარია იმაზე, რომ უნდა გათავისუფლდეს სასამართლო, უნდა გათავისუფლდეს მთლიანობაში მართლმსაჯულების სისტემა, უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და ისეთი საარჩევნო კანონმდებლობა იქნეს მიღებული, რომელიც გამორიცხავს იმ მანიპულაციებს და თაღლითობას, რომელსაც “ქართული ოცნება” ჩადის ყოველ არჩევნებზე, ეს არის დეოლიგარქიზაცია და არა ერთი რომელიმე კანონის მიღება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
თაგები:
ბადრი ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს