
ავტორი
Front News საქართველო
“ლელოს” გენერალური მდივნის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით სასამართლო პროცესების ამ ეტაპზე ჩანიშვნა არის ხელის შეშლა, წინასაარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად ჩატარებაში.
“ჩვენ არჩევნებამდე დაგვრჩა ძალიან ცოტა დრო და თითოეული მოსვლა სასამართლოში, ეს არის წინასაარჩევნო კამპანიიდან, ველზე მუშაობიდან გამოთიშვა, ეს რა თქმა უნდა, ხელს გვიშლის სრულფასოვნად კამპანიის ჩატარებაში.
მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენ ქვეყანაში ასეთი სამარცხვინო პოლიტიკური პროცესები აღარასოდეს ჩაინიშნოს. ასეთი სამარცხვინო ბრალდებები აღარ იყოს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, და ასე სამარცხვინოდ არ მოქმედებდეს პროკურატურა როგორც ინსტრუმენტი, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
თაგები:
ბადრი ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს