ბადრი ჯაფარიძე - ეს არის სიყალბე, ეს არის პოლიტიკური თაღლითობის მკაფიო გამოხატულება


ავტორი
Front News საქართველო
ეს არის სიყალბე, ეს არის პოლიტიკური თაღლითობის მკაფიო გამოხატულება, - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე 50%-ს ოპოზიცია უნდა წარმოადგენდეს.
"კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ 50% საგამოძიებო კომისიის უნდა იყოს ოპოზიციის წევრებისგან. დამისახელეთ ერთი წევრი ამ კომისიაში. ეს არის სიყალბე, ეს არის პოლიტიკური თაღლითობის მკაფიო გამოხატულება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის პროცესი იწყება.
გამოძიება ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება, რომელიც კანონმდებლობის თანახმად 349-ე მუხლით ისჯება, რაც ფულად ჯარიმას, ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დღეს, 14:00 საათზეა ასევე "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესიც. გამოძიება მასაც იმავეს ედავება.
აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე ოპოზიციონერს უკვე აქვს ბრალი წაყენებული, საქართველოს თავდაცვის ყოფილი უფროსი ირაკლი ოქრუაშვილი კი კომისიაზე გამოუცხადებლობის და შემდგომ ჯარიმის გადაუხდელობის გამო, დაკავებულია.
თაგები:
ბადრი ჯაფარიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა