
ავტორი
Front News საქართველო
“ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ღარიბაშვილმა თავისი სიცრუით და ცილისწამებით ახალი სიმაღლეები დაიპყრო.
“ის რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს ცილისმწამებელი და მატყუარა ხელისუფლება, ეს უკვე დადასტურებული ფაქტია, მაგრამ დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა თავისი სიცრუით და ცილისწამებით ახალი სიმაღლეები დაიპყრო ამ მიმართულებით.
ეს ერთი ტყუილი, რომელიც მან დღეს გააჟღერა, თითქოს ინვესტიცია იყო 25 მილიონი და არა 75. მეორე დიდი ტყუილი, რაც მან თქვა, თითქოს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ განახორციელეს 3 მილიონის ინვესტირება, სინამდვილეში ეს არის 40 მილიონი დოლარის ინვესტირება, რაც ასევე დადასტურებულია.
ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ევროკავშირი უზრუნველყოფდა ანაკლიის პროექტისათვის 50 მილიონი ევროს გარანტიას, ოღონდ ამ გარანტიას უზრუნველყოფდა თუკი სახელმწიფოც უზრუნველყოფდა 50 მილიონის გარანტიას და თუკი ინვესტორები, ანუ ჩვენ უზრუნველვყოფდით 50 მილიონი დოლარის გარანტიას. რაზეც ჩვენ თანხმობა მივეცით და მთავრობამ თქვა უარი მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმი მზად იყო ამ 50 მილიონი გარანტიის სანაცვლოდ უზრუნველყოფა მიეცა მთავრობისთვის”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტზე საუბრისას ხაზარაძე-ჯაფარიძე ქვეყნის ძარცვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პორტის აშენების მიღმა, მათი ზრახვა “გამდიდრებისა და ძარცვის იდეა იყო”.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს