ბადრი ჯაფარიძე – “ლელო“ მოითხოვს აღნიშნულ დანაშაულში მონაწილები პირების უმკაცრესად დასჯას


ავტორი
Front News საქართველო
“ლელო საქართველოსთვის“ მედიაზე მორიგ თავდასხმას გმობს.
“ქართული ოცნების“ ოფისიდან მთავარი არხის ოპერატორის მეორე სართულიდან გადმოგდების ფაქტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ ძალის დემონსტრირებას ცდილობს, მათი მიზანია ქვეყანაში კრიტიკული აზრის დახშობა. ეს ქმედებები უკვე დიდი ხანია, საღ აზრს გასცდა და ხელისუფლება აგონიურ ფაზაში გადადის. ქარელში მომხდარი ფაქტი გაგრძელებაა იმისა, რომ 5 ივლისის დანაშაულზე არავინ დასჯილა. ასეთი დამოკიდებულებით ხელისუფლება ახალისებს მეტი დანაშაულის ჩადენას. სამწუხაროდ, ქართული ოცნების მთელი პარტიული სტრუქტურა დაგეშილია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. “ლელო“ მოითხოვს აღნიშნულ დანაშაულში მონაწილები პირების უმკაცრესად დასჯას. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, საზოგადოება მას 2 ოქტომბერს გამოუტანს სათანადო ვერდიქტს”, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
თაგები:
ბადრი ჯაფარიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს