
ავტორი
Front News საქართველო
“ლელოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, ის არ აპირებს, პარლამენტი დატოვო.
მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც თბილისის მერის მოადგილეობაზე გამოთქვა მზადყოფნა.
“მამუკამ გააკეთა განცხადება, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც გამოთქვა მზადყოფნა მერის მოადგილეობაზე. მე არ ვაპირებ პარლამენტის დატოვებას იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის მისაღებია საკონსტიტუციო ცვლილებები. ყველა ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, რომელმაც ურცხვად მოატყუა ჩვენი პარტნიორები, გამოვიდა შეთანხმებიდან და მოუწყო მას დემარში, ჩვენ არ მივიქცევით ისე, როგორც „ქართული ოცნება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს