ბადრი ჯაფარიძე – პრეზიდენტ მიშელის ჩართულობა უზრუნველყოფს, “ქართულმა ოცნებამ” შეასრულოს ყველა პირობა


ავტორი
Front News საქართველო
“შარლ მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ქვეყნის, ხალხის უპირობო მხარდაჭერა”- ეს განცხადება “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ჯაფარიძემ იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო ჯამში, ხელისუფლება იძულებული გახდება შეასრულოს ყველა პირობა, რომელიც შეთანხმებითაა გათვალისწინებული.
“ძალიან შინაარსიანი, კარგი და კონსტრუქციული საუბარი გვქონდა პრეზიდენტ მიშელთან. ჩვენი უახლოესი და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორის უმაღლესმა თანამდებობის პირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ქვეყნის, ხალხის უპირობო მხარდაჭერა და ის, რომ ევროკავშირი გააგრძელებს რეფორმების მხარდაჭერას და ყველა იმ ნაბიჯს განახორციელებს, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას უმწვავესი რეგიონული გამოწვევების ფონზე.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტ მიშელის ჩართულობა უზრუნველყოფს, იმას რომ საბოლოო ჯამში, “ქართული ოცნება” იძულებული იქნება, შეასრულოს ყველა პირობა, რომელიც არის შეთანხმებით გათვალისწინებული” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს