
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტმა პირდაპირ ციტატებით ამხილა მდინარაძე და კობახიძე ანტიევროპულ, ანტიდასავლურ განცხადებებში, ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტია, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
“პრეზიდენტმა გუშინ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ დესტრუქციული როლი ითამაშა და აგრძელებს დესტრუქციული ძალის როლის შესრულებას, როდესაც ხელს უშლის, შლის და საბოტაჟს უწყობს რიგგარეშე სესიის მოწვევას. ამავდროულად, გუშინ პირდაპირ ციტატებით ამხილა პრეზიდენტმა მდინარაძე და კობახიძე ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განცხადებებში. ციტატებით ამხილა და ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტია.
პრეზიდენტთან ჩვენ კონსტრუქციულ მუშაობას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ შევძლოთ თორმეტივე პუნქტზე მართლაც ევროკომისიის სტანდარტის შესაბამისად პასუხის გაცემა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
თაგები:
ბადრი ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს