
ავტორი
Front News საქართველო
სწორედ ეს არის ის ინიციატივა, რომელიც უპირისპირდება “ქართული ოცნების” მცდელობას, რომ გახლიჩოს საზოგადოება და ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ სწორედ გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯები, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“პრეზიდენტთან შეხვედრა იყო მის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მან გააჟღერა გუშინ პარლამენტში გამოსვლისას. ეს ინიციატივა ემსახურება იმას, რომ მოხდეს პროქართული ძალების გაერთიანება ქვეყნის ძირითადი მიზნის ირგვლივ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. სწორედ ეს არის ის ინიციატივა, რომელიც უპირისპირდება “ქართული ოცნების” მცდელობას, რომ გახლიჩოს საზოგადოება და ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ სწორედ გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯები”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის შემდეგ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრები დღეს დაიწყო.
თაგები:
ბადრი ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს