ბადრი ჯაფარიძე – ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატი საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე უნდა შერჩეულიყო


ავტორი
Front News საქართველო
“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატი საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე უნდა შერჩეულიყო და არა მხოლოდ – “ქართული ოცნების”.
“ჩვენ გვსურდა პროცესი ისე წარმართულიყო, რომ თავმჯდომარის კანდიდატი შერჩეულიყო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე, ასევე სამოქალაქო სექტორის ჩართულობისა და მათი მხარდაჭერის საფუძველზე და არა მხოლოდ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები. ეს არის პრობლემა, თორემ საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერი ბევრი თანამშრომელია, ჩვენ მათ უნდა გავუფრთხილდეთ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
პარლამენტი დღეს უკვე მესამედ შეეცდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი დაამტკიცოს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს