ბადრი ჯაფარიძე – უნდა დადგეს შედეგი, რომელიც აუცილებლად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე მიგვიყვანს

ავტორი
Front News საქართველო
არ შემხვედრია ამომრჩეველი, რომელსაც ეთქვას, რომ კოვიდის საფრთხის გამო ვერ მოვალ არჩევნებზე. როგორც ჩანს, უკვე გვაქვს ის ვითარება, რომ ჩვენი თანამოქალაქეები გრძნობენ სრულ პასუხისმგებლობას, რომ ეს არ არის რიგითი თვითმმართველობის არჩევნები და რომ ეს არის ქვეყნის გადარჩენის არჩევნები, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ “ტვ.პირველის” გადაცემაში “პოლიტიკური კვირა” განაცხადა.
მისივე თქმით, 2 ოქტომბერს უნდა დადგეს შედეგი, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უზრუნველყოფს.
“2 ოქტომბერს ჩვენ უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას “ქართული ოცნება”. ყველა ქალაქში, ყველა საარჩევნო ოლქში ჩვენ უნდა მოვახერხოთ გამარჯვება და ამავდროულად უნდა დადგეს შედეგი, რომელიც აუცილებლად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე მიგვიყვანს. რაც შეეხება იმ განცხადებას, 1 პროცენტიც რომ დააგროვიოს “ქართულმა ოცნებამ”, არ ჩაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ეს პირდაპირ მიუთითებს, როგორი შეშინებულები არიან ისინი, როგორ უფრთხიან იმ შედეგს, რომელიც ჩანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. მათი ეს განცხადება ძალიან მარტივ ამოცანას ემსახურება, რომ ჩანერგონ ამომრჩეველში უიმედობა, განცდა, რომ რა შედეგიც უნდა დადგეს, მაინც არაფერი შეიცვლება”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
თაგები:
ბადრი ჯაფარიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


