Logo

ბადრი ჯაფარიძე - ვიმსჯელეთ იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც 26 მაისს ვგეგმავთ

პოლიტიკა
6 საათის წინ / 17:15
142
Frontnews image description

ეს უნდა იყოს ერთობის დღე, კიდევ ერთი შესაძლებლობა ყველა ჩვენგანისთვის, რომ ვთქვათ, ვერ წაგვართმევენ დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ  კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე 26 მაისის ღონისძიებაზე იმსჯელეს.

"წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში დღეს შევიკრიბეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეძღვნება 26 მაისისთვის მზადებას. ესაა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ის უნდა აღვნიშნოთ ღირსეულად. ეს უნდა იყოს ერთობის დღე, კიდევ ერთი შესაძლებლობა ყველა ჩვენგანისთვის, რომ ვთქვათ, ვერ წაგვართმევენ დამოუკიდებლობას, რომ დამოუკიდებლობა მოპოვებულია ერთხელ და სამუდამოდ და სწორედ უნდა იყოს ერთიანობის დღე და ესაა ჩვენი განხილვის საგანიც. შესაბამისად, ვიმსჯელეთ იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც 26 მაისს ვგეგმავთ", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

26 მაისს ოპოზიციური პარტიები და სალომე ზურაბიშვილის " წინააღმდეგობის პლატფორმა“ ღონისძიებას აანონსებს.

Advertisement