ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველაში უცნობმა პირმა ელექტრონული საარჩევნო ყუთები დაამტვრია


ავტორი
Front News საქართველო
ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველაში უცნობმა პირმა ელექტრონული საარჩევნო ყუთები დაამტვრია.
23-ე საარჩევნო უბანზე უცნობი პირი შევიდა და ინვენტარი დააზიანა. დაძაბული ვითარების გამო, კომისიის თავმჯდომარე შეუძლოდ გახდა, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.
უბნის პერიმეტრზე მობილიზებულია როგორც საპატრულო, ისე კრიმინალური პოლიციის ჯგუფი.
საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა დროებით შეჩერებული იყო, ამ ეტაპზე კი ხმის მიცემა ელექტრონული ვერსიის ნაცვლად, ძველი სტილით – შემოხაზვით გრძელდება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს