
ავტორი
Front News საქართველო
ოთხი დაღესტნელი გოგო სამშვიდობოსაა უკვე, მესამე, უფრო უსაფრთხო ქვეყანაში არიან, – ამის შესახებ ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც Front News-ს პატარაიამ განუცხადა, გოგონების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათთან დაკავშირებული ყველა დეტალი მკაცრად გასაიდუმლოებულია.
დაღესტნელ გოგონებს, რომლებიც ოჯახში ძალადობას გაექცნენ, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსვლის უფლება 30 ოქტომბერს მისცეს.
ხადიჟატ და ფატიმატ ხიზრიევები, ამინატ გაზიმაგომედოვა და ფატიმატ მაგომედოვა აცხადებდნენ, რომ შესაძლოა, ისინი ნათესავებს დაეხოცათ და რომ სახლში დაბრუნებას თავის მოკვლა ერჩივნათ.
მათივე თქმით, ნათესავები, მშობლები, უფროსი ძმები რეგულარულად სცემდნენ, ერთ-ერთი გოგონა კი უნდოდათ ბიძაშვილზე გაეთხოვებინათ, რამაც დააჩქარა გაქცევის გეგმები.
საქართველოში ისინი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდნენ, რადგან მათი ნათესავები საქართველოშიც ცხოვრობენ, ამიტომ მათი მესამე ქვეყანაში გადაყვანა გადაწყდა.
თაგები:
დაღესტანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს