ბაიდენი – 50-ზე მეტი ქვეყანა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს


ავტორი
Front News საქართველო
50-ზე მეტი ქვეყანა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, იგი მოიცავს 600-ზე მეტ ტანკს, 500-მდე საარტილერიო სისტემას და სხვა იარაღს, – ამის შესახებ მადრიდში ნატოს სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
“შეერთებული შტატები აერთიანებს მსოფლიოს უკრაინის მხარდასაჭერად და მოკავშირეებს და პარტნიორებს მთელი მსოფლიოდან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. თავდაცვის მდივანმა ოსტინმა ახლახან შეკრიბა 50-ზე მეტი ქვეყანა, რომლებმაც აიღეს ახალი ვალდებულებები, ეს არის გლობალური ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:
140 000 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას, 600-ზე მეტ ტანკს, დაახლოებით 500 საარტილერიო სისტემას, 600 ათასზე მეტ საარტილერიო საბრძოლო მასალა.
გარდა ამისა, უკრაინას მიეწოდება დამატებითი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები (HIMARS), გემსაწინააღმდეგო სისტემები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.
თაგები:
ჯო ბაიდენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს